Friday, April 16, 2010

სასწავლო პროექტი

1. პროექტის  სახელი: ,,ვისი  გორისა  ვარ?''

2. პროექტის  მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციებს 

თავიანთი  გვარების  შესახებ.

3.პროექტის  სრული  აღწერა: მოსწავლეებს ვესაუბრე  გვაროვნულ საზოგადოებაზე, ავუხსენი რომ  გვარი ერთმანეთთან  სისხლით მონათესავე  ადამიანებს  გულისხმობს. გაჩნდა  იდეა, საკუთარი  შესაძლებლობების  ფარგლებში  მოეძიათ  ინფორმაციები  თავიანთი გვარების  შესახებ. ერთი  გვარის  მოსწავლეები  გავაერთიანე  ჯგუფებად, დანარჩენი მოსწავლეები  კი  ინდივიდუალურად  ჩაერთვნენ  მუშაობაში.

    მოსწავლეებმა  შეიმუშავეს  გეგმა, როგორ  მოეძიათ  ინფორმაციები. შეთანხმდნენ, რომ  ჩაეტარებინათ  გამოკითხვა  იმ  ოჯახებთან, რომლებიც  მათი  გვარისანი  იყვნენ, აეღოთ

ინტერვიუები  გვარის  უხუცესებთან.

      მოძიებული  ინფორმაციების  პრეზენტირების  შემდეგ  ვთავაზობ მოსწავლეებს წარმოდგენილი  მასალა  განათავსონ  პირად ბლოგებზე.

4. მონაწილეთა  ასაკი: 14 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

6. პროექტის  შესაძლო  აქტივობები კლასში: კვლევა, ჯგუფური და  ინდივიდუალური

მუშაობა, ზეპირი და ელექტრონული პრეზენტაცია. ისტ–ის გამოყენებ.

7. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ადგენენ  თავიანთი

გვარების  წარმომავლობას.

8. სარგებელი  სხვებისთვის: გვარების  ისტორიებს  გააცნობენ  სხვა  კლასის  ბავშვებს.

9. სამუშაო  ენა: ქართული.

10. მონაწილეები  სხვა  სკოლებიდან: არ  მყავს.

11. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია

12. პროექტის  ფასილიტატორი: მანონი ლომჯარია

13. ფასილიტატორის  ელ–ფოსტა: manonilomjaria@gmail.com